Saturday, November 28, 2009

საგანმანათლებლო პროექტი

პროექტი


1. პროექტის სახელი: ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დაცვის წესები, სტრატეგიები.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად მოიძიებენ და შეისწავლიან ლიტერატურას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის წესების შესახებ, რომელებიც უნდა დავიცვათ სკოლაში, სახლში, იმ დარემოში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
3. პროექტის სრული აღწერა: სკოლაში, ყოფა ცხოვრებაში, გვიწევს შეხება მთელ რიგ მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან, ნივთიერებებთან. რაც ქმნის აუცილებლობას ყურადღება მივაქციოთ უმთავრესს, ადამიანის ჯანმრთელობა. ამიტომ ჩვენი პროექტის შექმნა, შესწავლა პასუხობს აუცილებელ მოთხოვნას დავიცვათ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. უბედურ შემთხვევათა უმრავლესობის მიზეზია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების არ ცოდნა, არ გათვალისწინება მთელ რიგ შემთხვევებში. შევისწავლოთ სახანძრო უსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის წესები.. როგორ მოვიქცეთ სახიფათო ნივთიერებებთან კონტაქტის დროს, ლითონის კონსტრუქციების მახლობლობაში, თხევადი ბენზინის მახლობლობაში ყოფნის დროს, შენბის სახურავებსა და სიმაღლეზე ყოფნის დროს, ელექტრო გაყვანილობებთან, კაბელებთან, ქვესადგურებთან, საჰაერო ელექტრო გადამცემებთან აღმოჩენის შემთხვევაში. მოსწავლეებთან ერთად შევისწავლით საცხოვრებელ ტერიტორიას, მოვიძიებთ მის გეგმას. გეგმაზე გამოვყობთ საინტერესო ობიექტებს: ქვესადგურებს, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და ა.შ. როგორ მოვიქცეთ დახმარების მოსვლამდე თუ მივიღეთ მცირედი დამწვრობა. სხვა სახის საფრთხისაგან განსხვავებით რომელიც ხილულია, იგრძნობა ან ისმის ელექტროდენთან დაკავშირებულ საშიშროებას წინასწარ ვერ ვიგებთ და ეს მაშინ როდესაც დენს ადამიანის მოკვლა, დასახიჩრება შეუძლია. აუცილებელია სამუშაო ხელსაწყო დანადგარების მოხმარების წესების შესწავლა.
4. მონაწილეთა ასაკი: 14 წლის
5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი- ორი თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ფიქრი და აზროვნება, მიმდებარე ტერიტორიების შესწავლა, სკოლის ეზოს შესწავლა, სკოლაში არსებული კაბინეტების შესწავლა, ლიტერატურის მოძიება და კაბინეტში შენახვა, დიაფილმების მოძიება, ინტერნეტში არსებული მასალის მოძიება და ა.შ.
7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: სლაიდები, დიაფილმები, პლაკატები, ლიტერატურა.
8. სარგებელი სხვისთვის: ამ საკითხის შესწავლა, საშიშროების არსებობის შეფასება, სიფრთხილის გამძაფრება, ზრუნვა სხვა ადამიანებზე.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკია, ქიმია, ბიოლოგია.
11. მონაწილეობა სხვა სკოლებთან: 192-ე საშუალო სკოლა.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მანანა მამაცაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორი ელ.ფოსტა:
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: